გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვილი იპოვეს.
გარდაცვალების სავარაუდო ვერსია გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
გარდაცვლილი მშობლები სახლში დილით, შვილმა ნახა.
როგორც მეტრონომს შსს-ის პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გამათბობელი მოწყობილობების მონტაჟის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.