ახალი ამბები მთავარი სამართალი

 თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ 19 მაისს, ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ბოკუჩავა ითხოვს, დაისაჯონ პირები, რომლებმაც შუალედურ/რიგგარეშე არჩვნებზე, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

„ვითხოვთ, რომ დაუყონებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას 19 მაისს, ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე და მოახდინეს ჩემთვის უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვა.ეს ისჯება კანონით და მოვითხოვთ, რომ დაუყონებლივ, სისხლის სამართლებრივ დევნაში მიეცნენ კონკრეტულად კახაბერ მურადაშვილი და მისი ხელქვეითი მამუკა ჯანანაშვილი. ასეთი ადამიანების ადგილი საქართველოს პოლიციაში არ არის. ისინი არიან საქართველოს პოლიციის სირცხვილი და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რომ კანონის სრული სიმკაცრით პასუხი აგონ ამ ადამიანებმა და ყველა იმ პოლიციელმა, რომელმაც ამ უკანონობაში მონაწილეობა მიიღო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....