საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინას არ ურჩევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი რაიმე თანამდებობაზე დანიშნონ. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გააკეთა.
ჩვენ ვიცით წინა შემთხვევაში, როგორ დასრულდა ასეთი გადაწყვეტილება. შედეგი, ამ შემთხვევაშიც, იქნება იგივე, როცა საქმე ეხება ავანტიურისტის დანიშვნას რაიმე პოზიციაზე, ბუნებრივია, შედეგი არის ყველა შემთხვევაში გარდაუვალი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რჩევებით შემოვიფარგლოთ”,
“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს მთავარია, რომ ის საქართველოში უფრო ნაკლები აქტუალობით სარგებლობს და ამის დასტური იყო შუალედური არჩევნები”, — განაცხადა კობახიძემ.
ის ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენა ვერ ექნება.
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, ხვალ 29 მაისს ჩავა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მას საქართველოსთან კიდევ უფრო დააახლოვებს.