პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ ხალხს, ქართული საზოგადოების სახელით, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა”
„საქართველოს საზოგადოების სახელით, მინდა გადასცეთ თქვენს პრეზიდენტს ჩვენი ერთობლივი, მეგობრული მოლოცვა, რომელსაც მოითხოვს ჩვენი ახლობლური ურთიერთობა. ყველამ იცის, რომ ჩვენი ურთიერთობა, დაიწყო დიდი ხნის წინ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რაც ჩვენ ვიზეიმეთ გუშინწინ , ის, რასაც დღეს თქვენ ზეიმობთ. 100 წლის წინ ამ რეგიონმა გადადგა თავისი ძლიერი ნაბიჯები დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის გასწირა თავი და დაიწყო არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. როგორც თქვენმა, ასევე ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ იმ დროს, ორივე ქვეყანას, გადადგმული გვქონდა ის ნაბიჯები, რასაც ჰქვია ქალების არჩევნებში მონაწილეობა, გენდერული დისკრიმინაცი არ არსებობდა და იმ დროს, შეიძლება ვიყავით კიდევ უფრო პროგრესული ქვეყნები, ვიდრე სხვები. იმ დროს ავირჩიეთ ერთობლივად, ევროპული გზა. მართალია გაიარა წლებმა და საბჭოთა იმპერიამ, მაგრამ ჩვენ ვერ გადავედით იმ სისწრაფით იმ განვითარების გზაზე, როგორც ქართველები და აზერბაიჯანელები ისურვებდნენ, ჩვენ მაინც 1991 წელს, ერთობლივად, ერთ დროს, აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და შევუდექით იმავე განვითრების გზას, რომელსაც მივყვებით დღემდე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განაცხადაში.