ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ბათუმის უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს, ომარ მახარაძეს ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება კომისიის შვიდივე წევრმა ერთხმად მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება ომარ მახარაძეს ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში შეუძლია. თავად კომისიის სხდომაზე უნდა მისულიყო გამოსაკითხად ომარ მახარაძე, თუმცა ის არ გამოცხადდა.

სხდომაზე დასწრება სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა, თუმცა არც ისინი დაუშვეს, რადგან სხდომა დახურული იყო.

27 მაისს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა. მას სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლებაც შეუჩერდა.

იტვირთბა....