ქობულეთში ხანძრის შედეგად 60 წლის კაცი გარდაიცვალა. შემხთხვევა თამარ მეფის გამზირზე მოხდა. საცხოვრებელ სახლში ცეცხლი დაახლოებით დილის 4 საათზე გაჩნდა.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება, კერძოდ აალება სიგარეტის ნამწვისგან მოხდა.
კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და სახლის გარე ფასადი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 187-მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება, ან განადგურებას გულისხმობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გადაუდებელი დახმარების სამსახურები იყო მობილიზებული.