ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) გლდანის ხიდი პარალიზებულია: ხიდის თავში დაგროვებულმა წყალმა უზარმაზარი საცობი შექმნა

როგორც “მეტრონომის” წყარო იტყობინება, დიდი დიღმისა და სანზონისკენ გამავალი ხიდი ამ მომენტისთვის პარალიზებულია.

წყარო ფოტოს გვიგზავნის და გვატყობინებს, რომ ამ დროისათვის ხიდზე შექმნილია საცობი. ავტომანქანები ადგილიდან ვერ იძვრიან, რისი მიზეზიც ხიდის ბოლოში დაგროვებული ნალექია.

“თითქმის მეტრამდე წყალია დაგროვებული და მანქანები წინ ვერ მიდიან, ნახევარი საათია აქ ვართ გაჩერებული” – ეუბნება წყარო “მეტრონომს”.

“მეტრონომი” დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ნალექის გამო ქალაქში არის რამდენიმე გამოძახება, ძირითადად მიწისქვეშა გადასასვლელებია დატბორილი. უშუალოდ გლდანის ხიდთან დაკავშირებით ინფორმაცია მათთან შესული არ არის.

 

იტვირთბა....