დღეს, პარლამენტშიი, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრების საკითხს უყრიან კენჭს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მკაცრდება მოსწავლეთა ტრანსპორტირების მოთხოვნები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ნორმები.
როგორც დეპუტატი სოფიო კილაძე ამბობს, სისტემური მიდგომით რისკები მინიმუმამდე დავა.
“სამწუხაროდ, არაერთი ფატალური შემთხვევა გვქონდა. რამდენიმე ბავშვი ექსკურსიაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა ან დაშავდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვთა უფლებათა კოდექსში ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ამ საკითხისთვის დაგვეთმო. მაგალითად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა განისაზღვროს, რომელიც ექსკურსიის მსვლელობისას, მათ ყურადღებით მიადევნებს თვალყურს. ეს პირი კი ექსკურსიის ორგანიზატორმა უნდა დაადგინოს. ასევე, მნიშვნელოვანია, ტრანსპორტირების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვა. ექსკურსიაზე ერთი პირი მაინც უნდა ახლდეს ბავშვებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოზარდებს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს.რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმისა, რომ თითოეული ბავშვი აბსოლუტურად დაცული იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, სისტემური მიდგომით რისკებს მინიმუმამდე დავიყვანთ. მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ბავშვები,” – ამბობს სოფიო კილაძე.
შეგახსენებთ, ლაგოდეხში, ექსკურსიაზე 16 წლის გოგონა მდინარეში გადავარდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. და სწრაფმა დინებამ გაიტაცა. ის დღეს მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ექსკურსიაზე დაშვდა 7 წლის ბავშვიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.