ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შავგულიძისგან, თავის არიდება კითხვაზე არიან თუ მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრები, უბრალოდ ამორალურია” – მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა შავგულიძის კომენტარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სხვა პირებთან ერთად, სასჯელს იხდიან მერაბიშვილი და ახალაია. ამდენად, როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, შავგულიძის მხრიდან ამ კითხვაზე თავის არიდება „შოკისმომგვრელი“ იყო.

„უმძიმესი მოსასმენი იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატისგან, თუმცა ამჟამად ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების გუნდის წევრისგან შალვა შავგულიძისგან, ყოვლად უსუსური მცდელობა, თავი აერიდებინა ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად წყალგამყოფი მნიშვნელობის მქონე კითხვაზე პასუხისგან: არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები. კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელი იყო შავგულიძის ის განცხადება, რომ არ იცის, რის გამო იხდის ბაჩო ახალაია სასჯელს. ვანო მერაბიშვილზე კი ახსენა გაყვანის ეპიზოდი, რაზეც ევროსასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ ამ პროცესუალურ ეპიზოდს არანაირი კავშირი არ აქვს მერაბიშვილის მიმართ არსებით ბრალდებებზე. შავგულიძის ამ პასუხმა შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე. ყველა ის პირი, ვისაც იმ ხელისუფლების მსახვრალი ხელი შეეხო, შოკში იყო იმ პოზიციის გამო, რომელიც სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ გუშინ დააფიქსირა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, იმ მრავალ პირთან ერთად, სასჯელს იხდიან ახალაია და ივანე მერაბიშვილი. ეს ყველაფერი არ იცოდა სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა? ეს უეცარი გულმავიწყობაა თუ შეგნებული მცდელობაა, თავისთვის პოლიტიკურად სუბიექტურად არასახარბიელო პასუხი არ გასცეს მედიას და ქულები დაიწეროს ან შეინარჩუნოს ამ პოზიციით?!“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იტვირთბა....