“მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და მოგმართოთ, აუცილებლად განვიხილოთ დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ერთი კომიტეტის ან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უახლოეს დღეებში. ცნობისათვის შეგახსენებთ, რომ ამ საკითხის განხილვა პრაქტიკულად რეგულარულად მიმდინარეობს ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანის პარლამენტში. არაერთი მხურვალე და ჩვენთვის ძალიან ყუარდსაღები გამოსვლა იყო ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების მხრიდან უშუალოდ სასესიო სხდომების განმავლობაში. ჩვენ ამის თაობაზე ერთიანი პოზიცია ჯერ არ დაგვიფიქსირებია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოვიწვიოთ დელიმიტაციის კომისიის ქართული მხარე პარლამენტში და მოვისმინოთ, რა მანდატით მოქმედებენ ისინი და რა ამოცანებს ისახავენ მიზნად”
ზვიად კვაჭანტირაძე – პარლამენტარი
პარლამენტის პლენარულ სხდომა