ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაღაროელებს ხელფასები ძალიან დიდი დანაკლისით ჩაერიცხათ” – ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს მაღაროელებს ხელფასები ჩაერიცხათ, თუმცა დიდი დანაკლისით.

“ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა,გაფიცული მაღაროელები დღეიდან დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ბრძოლის მეორე ფაზა წინაა, დღეს მაღაროელებს ხელფასები ჩაერიცხათ, მაგრამ როგორც მატყობინებენ, ძალიან დიდი დანაკლისით, ყველას აკლია საკმაოდ დიდი თანხა”. – ნათქვამია ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა,გაფიცული მაღაროელები დღეიდან დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.ბრძოლის მეორე ფაზა წინაა,დღეს…

Gepostet von ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია am Dienstag, 28. Mai 2019

ჭიათურაში, მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 11 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ტყიბულელი მაღაროელები, ადგილობრივი სკოლის მოსავლეები და მოქალაქეები.

გუშინ, 27 მაისს, ჭიათურაში პრემიერის დავალებით, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჩავიდნენ.

შედეგად, მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკება შედგა, მაღაროელებმა კი აქცია შეწყვიტეს.

იტვირთბა....