ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

3-დან 7 ივნისამდე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 ივნისის 08:00 სთ-დან, 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

იტვირთბა....