ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს – ამის შესახებ ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
სამუშია ასევე შეეხო დავით გარეჯის ისტორიულ მდებარეობას და აღნიშნა, რომ ოდითგანვე უდბნოს მონასტერი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა.
“ისტორიულად ეს ტერიტორია თავისთავად არის საქართველო. თვითონ დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც რამდენიმე მონასტრისგან შედგება, დღესდღეობით ორი სადავო უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტერი. ამ მონასტრებშიც კი თვალნათლივაა ქართული კვალი, მათ შორის მეფეთა ფრესკები, ეპიგრაფიკა არქიტექტურა – ყველაფერი არის ქართული”, – აცხადებს სამუშია.
მისივე განცხადებით, დავით გარეჯში პრობლემები 30-იან წლებში დაიწყო.
“თუმცა, პრობლემა 30-იანი წლებში დაიწყო, როცა მოხდა საზღვრების გამიჯვნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. იყო მოლაპარაკება იმისა, რომ ბერთუბნის მონასტერი გადმოცემულიყო საქართველოს და სამაგიეროდ ქართულ მხარეს ეკისრებოდა აზერბაიჯანისთვის გადაეცა იგივე კვადრატულობის ტერიტორიები, მაგრამ ეს შეთახმება ვერ შედგა.
რაც შეეხება, საკუთრივ უდაბნოს მონასტრის სავარაუდო საზღვართან, არის სულ რაღაც 5-6 მეტრში, იქვეა ფერდობზე. აქედან გამომდინარე საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის მხარესთან, არსებობდა შთანხმება, რომ საზღვარი გადიოდა უდაბნოს მონასტრს ძირში, ისე რომ უდაბნოს მონასტერი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიაში. ამაზე მეტყველებს 70-80 წლებში ყველა ის გამოცემა, სადაც უდაბნოს მონასტერი ყველაგნ მოხსენიებულია საქართველოს შემადგენლობაში.
რაც შეეხება ბერთუბანს საკითხი ძალიან პრობლემურია, რადგან ბერთუბანი სავარაუდო საზღვრიდან არის 7კილომეტრის სიღრმეში. ბერთუბანი საკმაოდ მოშორებულია დღეს არსებული სავარაუდო სასაზღვრო ზოლიდან. ბერთუბანი ძალინ დიდი მოლაპარაკების საგანია.
სამუშიას განცხადებით, უდაბნოს მონასტრის საკითხი საბჭოთა კავშირის დროს უკვე გადაწყვეტილი იყო და თუ რამე სამუშაოები მიმდინარეობდა მონასტერში, ყველაფერს ქართული მხარე აკეთებდა.
“რაც შეეხება უდაბნოს მონასტერს, რაზეც დღეს არის უფრო მეტი ვნებათაღელვა, ამ მონასტრის საკითხი უკვე საბჭოთა პერიოდში იყო გადაწყვეტილი და შედიოდა საგარეჯოს რაიონის შემადგენლობაში. თუ მიდიოდა მონასტრის რესტავრაცია ან რაიმე სამუშაოები, ყველაფერს აკეთებდა ქართული მხარე. აქედან გამომდინარე ამ თემას უნდა უფრო მეტი ცოდნა და უნდა ჩაერთოს ბევრი ექსპერტი. ვფიქრობ, აღმოჩნდება იმდენი დოკუმენტი სიმართლის დასადგენად, რომ დავით გარეჯის ტერიტორია არის ქართული.
საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ეს ვნებათაღელვა არ არის საჭირო. ვფიქრობ, რომ სწორი პოზიცია იყო უწმინდესის. ქართულ – აზერბაიჯანულ ურთიერთობაში მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს” – განაცხადა ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ “მეტრონომათან” საუბარში.