ხვალ ავდივართ დავით გარეჯში, რათა ერმა და ბერმა ვილოცოთ იმისთვის, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა კეთილმეზობლურად გადაწყდეს, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
არქიმანდრიტის თქმით, სასურველია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობას “არანაირი საფრთხე არ შეექმნას”.
“ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას. ამიტომ ეკლესია ორიენტირებულია კონსტრუქციულ და სამართლიან დიალოგზე”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.
კირიონმა მათ, ვინც ხვალ დავით გარეჯში დაგეგმილ აქციაზე მისვლას აპირებენ, მოუწოდა, რომ ხვალინდელი დღე “სხვა რაიმე ტიპის აქტივობებისთვის არ გამოიყენონ”.
„ყველას მოვუწოდებთ და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ხვალინდელ დღეს ნუ გამოიყენებენ სხვა რაიმე ტიპის აქტივობისთვის. ხვალინდელი დღე არის ლოცვის დღე და ყოველივე კეთილად სამართლებრივად უნდა წარიმართოს”, – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.