ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, შესაძლოა, კვირის ბოლოს ჩავიდეს” – strana.ua

ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის, კონკრეტულად – პარასკევისთვის დაბრუნდეს. ინფორმაციას სააკაშვილის შესახებ strana.ua ავრცელებს.

„სააკაშვილს უკრაინაში მომხრეები დარჩა, ფუნქციონირებას განაგრძობს მისი პარტია, რომლის ლიდერიც თავად არის და ადამიანები მისგან ელოდებიან მოწოდებას მოქმედებისკენ. ის ჩამოვა სწორედ თავისი ძალების მობილიზებისთვის არჩევნების წინ“ – განუცხადა გამოცემას სააკაშვილის გარემოცვის წევრმა.

ასევე განაცხადეს, რომ არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გააუქმებს პეტრო პროშენკოს ბრძანებას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

იტვირთბა....