ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შავგულიძე დღეს იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებმაც მოკლეს გირგვლიანი” – დავით მათიკაშვილი

ეს არის უსუსური მცდელობა, თავი აარიდოს და გამოძვრეს ამ კითხვისგან, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი შალვა შავგულიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვანო მერბიშვილისა და ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის შეფასებით, შავგულიძე იმ ადამიანთა გვერდით დგას, რომლებმაც შექმნეს დანაშაულებრივი რეჟიმი და მოკლეს სანდრო გირგვლიანი.

„როგორ არ იცის შალვა შავგულიძემ, სანდრო გირგლიანის ადვოკატმა, რომლის თქმითაც, ებრძოდა სისხლიან რეჟიმს და ყველაფერი ეს გადაიტანა თავის თავზე და დღეს, შალვა შავგულიძე დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ის სისტემა შექმნეს და მოკლეს სანდრო გირგვლიანი. დღეს, ჩემს მიერ, კომიტეტზე დასმულ მარტივ კითხვაზე, არიან თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმები, მან გვიპასუხა რომ ამ საკითხს კომიტეტი არ იხილავდა, ეს იყო ყველაზე მძიმე მოსასმენი გირგვლიანის ადვოკატისგან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იტვირთბა....