ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

„რუსთავი 2 ამით არაფერს წააგებს,უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება“ – გვარამია

„რუსთავი 2 ამით არაფერს წააგებს, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება“ – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია მოშიმშილე მაღაროელებს საკუთარი სოციალური ქსელიდან.

“რუსთავი 2” -ის დირექტორი აცხადებს, რომ მაღაროელების შიმშლის რეალური მიზეზი ბიძინა ივანიშილია და მათ ეს უნდა აღიარონ. ასევე, დაამატა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ჭიათურაში აგრესიით ხვდებიან, ხოლო ამ პირობებში აქციების გაშუქება აღარ მოხდება.

“ძალიან უცნაური ვითარებაა, ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხვდებიან აგრესიით, ამიტომ უკან მომყავს ჯგუფები ჭიათურიდან. მათ არ მოსწონთ ჩემი პოზიცია, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ და სწორედ ამიტომ ერჩიან ჩემს თანამშრომლებს. არ გინდათ რომ გავაშუქოთ ჩვენი პრობლემები? ნუ გინდათ! ჩვენ არ მივიყვანთ საქმეს იქამდე რომ ჩემს ჟურნალისტებზე თავდასხმა გახორციელდეს. ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მათ შორის ქუთაისშიც, რაც ძალიან საეჭვოა. მე ჩემს აზრს გამოვხატავ და მგონია, რომ სწორადაც ვფიქრობ. ამიტომ, არასდროს ჩემი აზრის გამოხატვისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. ჯერ ხმა მიეცით, მერე ,,რუსთავი 2-ს” ჯგუფები გამოუგდეთ, შემდეგ გვარამია აგინეთ, ეს თქვენი პრობლემაა, ,,რუსთავი 2-ს” ამით ვერაფერს დაუშავებთ, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება და მასზე რეაგირება არ იქნება..კარგად ბრძანდებოდეთ თუ დაგჭირდებათ რუსთავი 2 ჩვენ მოვალთ”- ამბობს გვარამია.

იტვირთბა....