ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების და მინისტრების შეხევდრა უკვე დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ერთ-ერთი მაღაროელი, პაატა სამხარაძე აცხადებს,რომ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%-ით, ერთი წლის შემდეგ 10%-ით გაზრდას გულისხმობს.მან აღნიშნა, რომ მაღაროელებისთვის შეთავაზება მისაღებია გაფიცვა შეწყდება.
შეხვედრას ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, ასევე საჩხერე ჭიათირის მიტროპოლიტი ესწრებოდა.
შეგახსენებთ მაღაროელები 16 მაისს გაფიცნენ.