გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო დარბაზში მოსამართლის განცხადების გამოცხადებას ხმაური მოყვა.
შეგახსენებთ, რომ გორში მცხოვრები 9 წლის ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი პოლიციამ ლიახვის ნაპირთან ახლოს იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.