ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღასრულე სამართალი” – აქცია სააპელაციო სასამართლოსთან

ამ წუთებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ, საპროტესტო აქცია “აღასრულე სამართალი”! იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოუწოდებენ მოსამართლეებს, იყვნენ ობიექტურები, მიუკერძოებლები და პრინციპულები.

“სამწუხაროა, მაგრამ, დღესაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან მიმართებაში, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე (გამოყოფილი საქმე ეხება შეუტყობინებლობისა და მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტს).
27 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდომა, სადაც შესაძლებელია, გამოცხადდეს განაჩენი.
არასამთავრობო სექტორი ითვალისწინებს ამ განაჩენის მნიშვნელობასა და საქმის მიმართ არსებულ საჯარო ინტერესს და მოუწოდებს მოსამართლეებს, იყვნენ ობიექტურები, მიუკერძოებლები და პრინციპულები.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიმართავენ მოსამართლეებს, განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად”, – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

იტვირთბა....