მთავარი ციტატა

“პარტიის სიძლიერე იზომება იმით, თუ როგორ უჭერს მხარს ხალხი” – კილაძე ახლადშექმნილ პარტიაზე

„ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით არის გარანტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება. თუ გადაწყვიტეს, ეს მათი უფლებაა. თუმცა რა მხარდაჭერა ექნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ყველა პოლიტიკური პარტიის სიძლიერე იზომება იმით, თუ როგორ უჭერს მხარს ხალხი. ამიტომ სჯობს, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მხარდაჭერა ექნებათ მათ ხალხში.
მგონია, რომ „ქართული ოცნება“, ეს ერთი კვირის წინანდელმა არჩევნებმაც აჩვენა, უპირობო ლიდერია პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით და კიდევ უკეთესად მუშაობას და ვეცდებით, ძირითადი პრობლემები, რაც აწუხებს ხალხს, მოვაგვაროთ და აღმოვფხვრათ, „ქართულო ოცნება“ დარჩება ლიდერი პარტია“.

სოფო კილაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი
კილაძე ამ განცხადებით ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძის და გედევან ფოფხაძის მიერ პარტიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ ერქმევა.

იტვირთბა....