პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში მისულ თანამშრომლებს საბუთები და ინვენტარი ძირს დაყრილი დახვდა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზი ქურდობის მცდელობა იყო, თუმცა მძარცველებს არაფერი წაუღიათ.
ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, 26 მაისის ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
ადგილზე კვლავ სამართალდამცავები მუშაობენ.