ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჭიათურაში ჩავლენ

ეკონომიკის,ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჭიათურაში ჩავლენ და მაღაროელებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკების პროცესს დაესწრებიან.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ადგილზე ჩასვლის შესახებ დავალება მათ პრემიერმინოსტრისგან მიიღეს.

„პირველივე დღიდან მედიაციის პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია, ჩვენ შეგნებულად დავაცადეთ ორივე მხარეს, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოენახათ საერთო ენა, შემდგარიყო დიალოგი, რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები პირველ რიგში უნდა წყდებოდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულებს შორის ორმხირივ დიალოგის რეჟიმში. ეს ამ საკითხების ნორმალური გადაწყვეტაა. მაგრამ ვინაიდან საკითხების დიდი ნაწილი, რაც წამოჭრილია, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შრომის ნორმალური პირობები, კვების ხარისხი, ეკოლოგიური საკითხები, რაც ნამდვილად გვადარდებს და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე, ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, რათა ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული კონფლიქტი, აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება, სწრაფად. თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე, ჩვენ კი უშუალოდ მედიაციაში ჩავერთვებით“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში, მაღაროელები, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გაიფიცნენ.

იტვირთბა....