9 წლის ქართველმა გოგომ, თეკლა ეკალაძემ რუსულ სასიმღერო კონკურსზე ნინო ქათამაძის სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრები მონუსხა.
“ლამაზი ენაა ქართული ენა და ისწავლეთ” – ასეთი იყო კონკურსის წამყვანის რეაქცია, რომელმაც თხოვა პატარა თეკლას ესწავლებინა თუ როგორ გამოითქმის – “მე შენ მიყვარხარ”.
ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა თეკლას სიმღერის შემდეგ ცრემლიც კი ვერ შეიკავა.