ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილი არის ერთადერთი ძალის ცენტრი და მის გარეშე პარალიზაცია მოხდება” – ხუხაშვილი

ივანიშვილი არის ერთადერთი ძალის ცენტრი და სისტემა ისედაც არაა ფუნქციონალური – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ისაუბრა.

მისი თქმით ივანიშვილის ჩამოშორება ძალაუფლებიდნ კიდევ უფრო პრობლემატური გახდება.

“ივანიშვილის ჩამოშორება ძალაუფლებიდნ კიდევ უფრო პრობლემატური გახდება, სანამ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება. ივანიშვილი არის ერთადერთი ძალის ცენტრი და სისტემა ისედაც არაა ფუნქციონალური. მის გარეშე პარალიზაცია მოხდება და ეს ყველაფერი სახელმწიფოებრივად არის ძალიან სახიფათო.

გამომდინარე იქიდან, რომ ის, როგორც ძალის ცენტრი არის სხვაგან და ინსტიტუციური სხვაგან,  გარდამავალ პერიოდში სისტემა მუშაობს ცუდად, რადგან ეფექტურობა იკარგება. ამ პერიოდში ინსტიტუციური ცენტრის და ძალის ცენტრის თანხვედრაში მოყვანა ეფექტურობას წაადგებოდა სახელმწიფოს მმართველობის. ეს პირადად მისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ პასუხისმგებელი ივანიშვილია, გადაწყვეტილებებს ის იღებს, ჯობია იჯდეს კაბინეტში და კაბინეტიდან მართავდეს. უნდა ვიცოდეთ, თუ რამე კარგი კეთდება ვინ აკეთებს ამ კარგს და პირიქით, თუ რამე შავდება ვინ არის პასუხისმგებელი. დღეს რა არ უნდა გაფუჭდეს ქვეყანაში გამოიკვეთა.არავის აქვს განცდა რომ დავუშვათ ბახატაძეა რამეზე პასუხისმგებელი. შესაბამისად აბსოლუტურად გაუგებარი და მანკიერი მმართველობითი სისტემაა. იდენფიცირება უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესის პასუხისმგებლობის გამოხატვის და შესაბამისად გასაგები ალგორითმი იქნება. შესამაბისი რეაქციაც ექნება საზოგადოებასაც და სისტემაც იმუშავებს. რამდენად კარგად იმუშავებს ეს გასარკვევია, მაგრმ ფაქტია სისტემა ამუშავდება” – განაცხადა ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.

იტვირთბა....