ახალი ამბები მთავარი სამართალი

კოჯორიძე – გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენი უპრეცედენტოა

იურისტ კახა კოჟორიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტიელებით ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სახით დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.

როგორც “მეტრონომს” კოჟორიძეს განუცხადა, მსგავსი შემხთხვევა უპრეცედენტოა.

“ერეკლე კოდუას, მიხეილ სააკაშვილსა, ივანე მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სმაინისტროს ვალერი გელაშვილისთვის 125 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. მორალური ზიანის ანაზღაურება მაგ ოდენობა თანხით არ ხდება-ხოლმე. მე, პირადად, მსგავსი შემთხვევა არ გამიგია. 100 000 ლარს ვითხოვდი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

ეს შემთხვევა უპრეცედენტოა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარეც. აქ საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე და ა.შ. ჩვენ მათთან მიმართებაში სხვადასხვა განაჩენები ვნახეთ, მაგრამ სხვა ტიპის პასუხისმგებლობის დაკისრება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება ფულადი სახით ანაზღაურების თვალსაზრისით იშვიათია. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, შეგვიძლია, თანხა გადავახდევინოთ რომელიმე მოპასუხეს – მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს. ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ გადაიხდის თანხა ბიუჯეტიდან წავა. თუმცა, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თანხის გადამხდელ საბიუჯეტო ორგანოს, ექნება იმის უფლება, რომ დანარჩენ მოპასუხეებს, სააკაშვილს, მერაბიშვილსა და კოდუას მოთხოვოს თანხის ბიუჯეტისთვის დაბრუნება. იმიტომ, რომ მათი ბრალეული მოქმედების გამო, დაზარალდა ბიუჯეტიდა შესაბამისად, სამართლის ლოგიკაა ვინც ბიუჯეტს დააზარალებს, საბიუჯეტო ორგანიზაციას აქვს უფლება ამ პირს ბიუჯეტისთვის თანხის გადახდა მოთხოვოს.

სასამართლო პრაქტიკას ჭირდება განვითარება. ჩვენ რაც მოვიგეთ, ბევრი გარემოება სასამართლო განაჩენითაა დადგენილი და გასაჩივრებას დიდი პერსპექტივა არ ექნება. საინტერესო იქნება საბიუჯეტო ორგანიზაცია თანხის გადახდის შემდეგ, მოთხოვს თუ არა კონკრეტულ პირებს თანხების დაბრუნებას”, – აცხადებს კოჟორიძე.

კოჟორიძის განცხადებით, სრულად დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 100000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. იურისტის განცხადებით, სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.

იტვირთბა....