ახალი ამბები მთავარი სამართალი

უფლისციხეში მცირეწლოვანი ბავშვი გალავნიდან გადმოვარდა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, მცირეწლოვანი ბავშვი გალავნიდან გადმოვარდა.
მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ბადრი გასპაროვის თქმით, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
„ბავშვები იყვნენ ბაკურიანიდან ექკურსიაზე. ერთ-ერთი მოზარდი ავიდა გალავანზე, სადაც ასვლა არ შეიძლებოდა, მშობლებმაც ყურადღება მოადუნეს და ბავშვი გადმოვარდა. საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებები არ მიუღია“, – განაცხადა ბადრი გასპაროვმა.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე
იტვირთბა....