გორში სეტყვისაგან დაზარალებულები ავტობანის გადაკეტვას აპირებენ.
მათი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმით ცდილობენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დაინტერესებას, რათა კომპენსაციის გაცემაზე დაიწყოს საუბარი. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
“აბსოლუტურად ყველა დავრჩით შემოსავლის გარეშე. კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები ვართ, ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დახმარება გვჭირდება. ვაპირებთ, რომ გადავკეტოთ ავტობანი, რათა ვინმე მაინც გამოგვეხმაუროს და ჩვენი გასაჭირი მიიტანოს გულთან”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.