თბილისის ტაქსის მძღოლების სახელით ერთ-ერთი მძღოლი ლევან ხუზაურაშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართავს.
ხუზაურაშვილი თბილისი მერს კახა კალაძეს ივნისის ბოლომდე გონივრულ ვადას აძლევს, რათა გაახმოვანოსგადაწყვეტილება, აპირებს თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
მისი თქმით, ტაქსის მძღოლებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებს მოერგონ.
ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.
“ამ ხნის განმავლობაში მერიიდან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, აპირებს თუ არა თბილისის მერი ტაქსის რეგულაციების გადავადებას, ამიტომ გვინდა კონკრეტული მოთხოვნა წავუყენოთ. ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატიცო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე.
რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ”, – განაცხადა ლევან ხუზაურაშვილმა.