წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიტანას ნაუსედა იმარჯვებს.
ნესუდას კონკურენტი ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ინგრიდა სიმონიტეა.
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 12 მაისს ჩატარდა, თუმცა იმის გამო, რომ 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა, მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.