როგორც რუსთავის ადგილობრივი მედია საშუალება „ინფო რუსთავი“ იტყობინება, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. გაჩნდა ინფორმაცია, რომ სახლში ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.
მცირეწლოვნები სახლიდან ჯარისკაცებმა გამოიყვანეს.
მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორი – კლინიკა „რუსთავში.
„ინფო რუსთავი“