ქართველი ასტროფიზიკოსი და პროფესორი ანდრია როგავა ჩოგბურთის ბურთებით პირამიდებს აკეთებს. ამ უჩვეულო ჰობმა ბრიტანული ტაბლოიდის Daily Mail-ის ყურადღება მიიქცია.
როგავა ამბობს, რომ მას სამსახურში ჩოგბურთის 20-მდე გამოყენებული ბურთი აქვს და მათგან პირამიდების აწყობა გადაწყვიტა.
მას შემდეგ კი რაც მისი ცდა წარმატებული აღმოჩნდა, ბურთების შეგროვება და უფრო რთული კონსტრუქციების აწყობა დაიწყო.
მანამდე მის მიერ ჩოგბურთის ბურთით აგებულ ფიგურებზე ასევე ბრიტანულმა ჟურნალმა Physics World-მა სპეციალური ბლოგიც კი მიუძღვნა.