ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ 29 მაისს უკრაინაში ჩაფრინდება – UNNews

მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, 29 მაისს უკრაინაში ჩაფრინდება, – ინფორმაციას ამის შესახებ UNNews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა იქამდე განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს. ამასთან, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა. მისმა ადვოკატმა შესაბამისი მიმართვა უკვე წარადგინა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

UNNews აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

იტვირთბა....