ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 32 მოსამართლე განაწესა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 69 მოსამართლეობის მსურველი კანდიდატიდან 32 თანამდებობაზე უკვე განაწესა.

კენჭისყრის შედეგად, 32 კანდიდატიდან 29 მოსამართლე უვადოდ განწესდა, დანარჩენი სამი კი, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.

დღეს არჩეული კანდიდატებიდან სამი იუსტიციის სკოლის ყოფილი მსმენელია, ორი ყოფილი მოსამართლეა, ხოლო დანარჩენი 27 – მოქმედი მოსამართლე.

დღევანდელ კონკურსზე 11 ადგილი ვაკანტურად დარჩა, რადგან კანდიდატებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს. ამასთან, სისტემაში 11 ვაკანსიას სხვა ვაკანსიებიც დაემატება, რადგან დღეს არჩეული მოქმედი მოსამართლეები სხვადასხვა პოზიციაზე გადაინიშნენ და მათი ადგილები გათავისუფლდა.

იტვირთბა....