დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა და მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ბავშვები წითელზე აცრან.
“ჯერჯერობით წითელას სტაბილიზაცი არის და მცირდება შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ჯერ კიდევ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას აცრისკენ, რადგან წითელას ვერაფერი ვერ შეაჩერებდა აცრების გარდა. წელს დამატებით უკვე 140 000 ადამიანი ავცერით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს მიმდინარეობს ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია, ასევე სკოლებში პირველკლასელების, ასე რომ, ყველა მშობელს უმორჩილესად ვთხოვთ, გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი. თუ ბავშვი არ არის აცრილი ორჯერ 1-დან 5 წლის ასაკამდე, აუცილებლად აცრან, რადგან წითელა არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.