aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხულორდავა: ყველას ვთხოვ, დავით გარეჯის საკითხზე ზედმეტი პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ყველას ვთხოვდი, ამ საკითხზე ზედმეტი პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დავით გარეჯის საკითზე საუბრისას განაცხადა.

მისი შესახებიით, ქართული მხარისგან მიმდინარე პროცესებზე რეაგირება არის, რადგან საკითხი ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

„ყველას ვთხოვდი, ამ საკითხზე ზედმეტი პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ, რადგან საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას მაქსიმალურად ცივი გონებითა და სწორად მივუდგეთ, რათა ამ პროცესში დამატებითი სირთულეები არ შევქმნათ. ამ საკითხის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ამ წუთებში, აზერბაიჯანში შეხვედრა მიმდინარეობს და საკითხებზე შესაბამისი კომისია მუშაობს. საკითხი უკვე დაყენებულია და ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმაც იციან. კომისიას მუშაობა დავაცადოთ, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია”, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, ბაქოში, დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ხვდებიან.

კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.

ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.

დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.

იტვირთბა....