ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უარს ვამბობ სასამართლოში დაწინაურებაზე” – მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ სურვილთან ერად აქვს უფლება უვად დნიშვნაზე ქონდეს  პრეტენზია და სწორედ ამიტომ ტოვებს მის კანდიდატურას თბილისის საქალაქოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

„მე უარს ვამბობ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განაცხადზე და ამ კუთხით დაწინაურებაზე. საბჭოს ვთხოვ, განიხილოს ჩემი კანდიდატურა იქ, სადაც ამჟამად ვარ გამწესებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში. ჩემი ვადა დარჩენილია 2 წლამდე. მე მაქვს ამის სურვილი და უფლებაც, რომ უვადოდ დანიშვნაზე მქონდეს პრეტენზია და სწორედ ამიტომ ვტოვებ ჩემს კანდიდატურას თბილისის საქალაქოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, თქვა და უვადოდ გადანიშვნაზე საქალაქო სასამართლოშივე იყრის კენჭს.

 

იტვირთბა....