ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. კერძოდ, ადვოკატსა და მის მეუღლეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ათამდე უცნობი პირი.

ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის მიმართ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მოსალოდნელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“, – ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხულიგნობისა და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად მიმდინარე წლის 18 მაისს ზუგდიდში, ლეონიძის ქუჩაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატ ოლიკო კვინიკაძეს და მის მეუღლეს. სამართალდამცველებმა გ.კ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს ხოლო, სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ხულიგნობის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239ე და 126-ე მუხლებით

იტვირთბა....