ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთობა 2013” და “სოლიდარობის ქსელი” “ჯორჯიან მანგანეზს” მოუწოდებენ, გადადგას ნაბიჯი გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების სასარგებლოდ

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, “ერთობა 2013” და “სოლიდარობის ქსელი” ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიუდარობას უცხადებენ დადამსაქმებელს, დროულად გაიაზროს პროცესების არსი და გადადგას ნაბიჯი გაფიცულების მოთხოვნების სასარგებლოდ.

“21 მაისს “ერთობა 2013”-ი “სოლიდარობის ქსელთან” ერთად ჭიათურაში გაფიცულებს შეხვდა, სადაც მათი პრობლემების და მოთხოვნების ადგილზე გაცმობა მოხდა!

გაფიცულებს აბსოლუტურ თანადგომას ვუცხადებთ და მიგვაჩნია რომ მათი მოთხოვნები სამართლიანია და უპირობო შესრულებას მოითხოვს!

მივმათავთ დამსაქმებელს, დროულად გაიაზროს პროცესების არსი და გადადგას ნაბიჯი გაფიცულების მოთხოვნების სასარგებლოდ.

ასევეა სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესი მიმდინარე პროცესების სწორი პოზიციონირებისა და პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის!!!!
#სოლიდარობაჭიათურას
#ჭიათურა
#მშრომელებისბრძოლა
#სოლიდარობა”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორ კვირაზე მეტია, გაფიცული არიან.

მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გიორგი კასრაძის ინფორმაციით, კომპანიამ მათ ხელფასის ჩარიცხვა პროტესტის დასრულებამდე შეუწყვიტა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანია მზად არის, გაფიცულ მაღაროელებს ხელფასები ეტაპობრივად, 25% -ით გაუზარდოს. ამასთანავე, კომპანიაში თვლიან, რომ დასაქმებულები უკანონოდ არიან გაფიცული.

17 მაისს ‘”ქართულმა ოცნებმა” გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებებიმაღაროელებთან, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

მაღაროელების პროტესტს ეხმაურება პრემიერიც და აცხადებს, რომ იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

როგორც “მეტრონომს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რომან კუპატაძემ განუცხადა, მაღაროელებს გზები აქვთ გადაკეტილი. მისი განცხადებით, თუ შეთანხმბა ვერ შედგა, მოშიმშილეების გვამების გატანა მოუწევთ.

ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების აქციას ტაქსისა და ავტობუსის მძღოლებიც შეუერთდნენ.

იტვირთბა....