aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(VIDEO): გლობალური ინტერნეტისთვის SpaceX-მა ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაუშვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია SpaceX-მა პროექტ  Starlink-ის ფარგლებში, დღეს დილით, 60 მინი-თანამგზავრი გაუშვა, რომლებიც გამიზნული იმისათვის, რომ პლანეტაზე გლობალური ინტერნეტ-ტრაფიკი შეიქმნას. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვიტერზე” ილონ მასკის კომპანია ავრცელებს. შესაბამისი რაკეტების გაშვება ფლორიდის შტატიდან განხორციელდა, რომლის ტრანსლირება კომპანიის YouTube-ს არხზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ თანამგზავრების გაშვება ორჯერ გადაიდო. ისინი ჯერ კიდევ 16 მაისს უნდა გაეშვათ, მაგრამ ცუდი ამინდისა და ტექნიკური დათვალიერების გამო სხვა თარიღი დაინიშნა.

პროექტ Starlink-ის მიზანია, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს შემუშავდა, პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტის მაღალი სიჩქარე. სატესტო თანამგზავრები 2018 წლის თებერვალში გაუშვეს, რომელმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ილონ მასკი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ათასობით ასეთი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.პროექტის საერთო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია.

 

იტვირთბა....