ისრაელში ხანძარია – ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი იერუსალიმსა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოსაა გავრცელებული, ამიტომაც,ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
მომხდარის გამო, დროებით დაიხურა თელ-ავივისა და იერუსალიმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილიც. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს.
ისრაელს ცეცხლის ჩაქრობაში დახამრება ხორვატიამ, საბერძნეთმა, იტალიამ და კვიპროსმა შესთავაზეს.
ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ებრაული დღესასწაული ლაბ ბა-ომერიც გამხდარიყო, რადგანაც, ამ დროსაც იუდაიზმის მიმდევრები კოცონს ანთებენ.
מבוא מודיעים עולה באש.
התושבים פונו!
בסרטון קבט היישוב מנהל את האירוע ועושה פינוי סופי.#שריפות pic.twitter.com/fJIfgWCl7h— איציק קליין (@izikla32) May 23, 2019