საზოგადოება

პარლამენტში მედია პრიზი ADAMI პროექტების პრეზენტაცია გაიმართება

24 მაისს, პარლამენტში მედია პრიზი ADAMI-ის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ADAMI მედიის პრიზი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ყველაზე დიდი საერთაშორისო მედია დაჯილდოვებაა, რომელსაც გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო და “პროკრედიტ ჰოლდინგი” აფინანსებს

„ADAMI გახლავთ კულტურის სამინისტროს პროექტის – „კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა – საქართველო ევროპაში/ევროპა საქართველოში“ მონაწილე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის:

„ADAMI Tandem“ – ევროპის პარტნიორობის ქვეყნების და ევროპული არხების სპეციალისტების მიერ ერთობლივი სიუჟეტების შექმნა და ტრანსლირება შესაბამის არხებზე;

„ADAMI Showcase“ – ADAMI-ს კონკურსის ნომინანტი და გამარჯვებული ქართველი რეჟისორების ფილმების წარდგენა დიპლომატიური კორპუსისთვის, ასევე, ADAMI-ს საქმიანობის წარმოდგენა.

პროექტს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება“, – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....