საერთაშორისო პედოფილიის სქემის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ინტერპოლმა 50 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოძიების ფარგლებში კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (Interpol) სულ ცხრა ადამიანი დააკავა: ტაილანდში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გამოძიება 2017 წელს დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით დაფარული „შავი ვების“ 63 ათასზე მეტ მომხმარებელზე იყო ფოკუსირებული.
პოლიციას სჯერა, რომ დამატებით 100 ბავშვს მიაყენეს შეურაცხყოფა და მათი იდენტიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.