ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი ეწვია.

აეროპორტში მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია დახვდნენ.

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია. ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ეს ვიზიტი, დარწმუნებული ვარ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებს“,- განაცხადა არჩილ კალანდიამ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არ განხორციელებულა.

„ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. ჩვენს ქვეყანას პოზიციონირებას ვუკეთებთ, როგორც სატრანსპორტო დერეფნის ქვეყანას და შესაბამისად, ეს საკითხები იქნება განხილული. ძირითადად განვიხილავთ ეკონომიკურ საკითხებს“,- განაცხადა ალექსნადრე ხვთისიაშვილმა.

ვან ი საქართველოს ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გამყარების მიზნით ეწვია. ჩინეთის საგარეო მინისტრი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო მინისტრთან გამართავს. შეხვედრებზე ძირითადად ეკონომიკური საკითხები იქნება განხილული.

იტვირთბა....