ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივ-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფრენის მომენტიდან თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გადაუხურდა. ავიალაინერი თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
„ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავი დაჯდა და სხვა ბორტზე ადიან მგზავრები, რომელიც მოფრინავს 21:30 საათისთვის” – აღნიშნულია ტურისტული კომპანიის ახალ განცხადებაში