მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო – სააკაშვილი

„მოგესალმებით მორიგი რეისიდან მორიგი მიმართულებით. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანაა, რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე, რაც ახლა მიდის საქართველოში. დააკვირდით რა ხდება, ივანიშვილის მთავარი ამოცანა რა არის – ყველა მინუს სააკაშვილი, ესე იგი, ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციას და ხან აქედან. ნახეთ, ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ვერ დავამარცხებთ ივანიშვილსო. აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო. ჩვენი ამოცანა ახლა არის, არ წამოვეგოთ ამას და მოვყვეთ საქმეს ბოლომდე, გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ბრძოლა ზაფხულში ძაან გააქტიურდეს. ახლა რას შვებიან „ოცნების“ ხალხი – ჩამოუარეს ბიზნესმენებს და უთხრეს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, მომავალი წლის შემოდგომაზე სჭირდებათ სამასი მილიონი დოლარის მობილიზაცია. ყველა ბიზნესს სთხოვენ, ყველა სახელმწიფო კონტრაქტში ატკატს 30-40 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ მოახრჩობენ  საქართველოში ყველაფერს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადაუდებლად და ვიმოქმედოთ ზაფხულში შემოდგომამდე. ამიტომ ვისაც გვჯერა, წამოგვყევით“

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; სოციალური ქსელი;

 

იტვირთბა....