ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ ფარგლებში 18 ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით მიმდინარე პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივების“ ფარგლებში, საქართველოში მოქმედი პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ბოტანიკურ ბაღებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელი შექმნასა და მისი საქმიანობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

მემორანდუმი, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საკონსერვაციო აქტივობების შედეგების შეფასება და ანალიზი, ერთობლივი საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა და სტრატეგიული მიზნების მიღწევა, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების მექანიზმების შემუშავების პროცესში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აერთიანებს შემდეგ ორგანიზაციებს: საქართველოს ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკური საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, კავშირი მდგრადი განვითარებისათვის – ეკოვიჟენი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN), ველური ბუნების დაცვის ფონდი (WWF), საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია (ელკანა), სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების ცენტრი, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იტვირთბა....