პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე “მეტრონომთან” საუბრისას ადასტურებს, რომ ის ბესელიასთან და ფოფხაძესთან ერთად ახალ პარტიაში დააფუძნებს.
“დიახ, ვადასტურებ, რომ პარტია იქმნება. დანარჩენ დეტალებზე უახლოეს ხანებში ბრიფინგი გაიმართება”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.
თავდაპირველი ინფორმაცია პარტიის შესახებ “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა, რომელსაც ინფორმაცია ეკა ბესელიამ დაუდასტურა.