ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულაია – ნამდვილად ზესტაფონელი ხალხის მერად ვთვლი თავს

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მან ზესტაფონში იმდენი მხარდაჭერა ნახა, რომ ზესტაფონის მერად თვლის თავს.

“მე ვთქვი გასაგებად – იმდენი სიყვარული ვნახე, იმდენი სითბო ვნახე, რომ ამ ადამიანების მერად ვთვლი თავს. მათ წინაშე ვარ პასუხისმგბელი. მიუხედავად იმისა, ფაქტობრივად, ვიქნები თუ არა მერი იურიდიულად. ნამდვილად ვაცხადებ ზესტაფონის მერად თავს და ვაცხადებ, რომ ვარ მათი მეგობარი და როდესაც რამე დაჭირდებათ, ყველა საკითხს გავაპროტესტებ, ყველა საკითხში მათ გვერდით ვიქნები – იმდენი სიყვარული და სითბო ვნახე მე მათგან. ვინ მომცა ხმა და ვინ არა მნიშვნელობა არ აქვს, სიყვარული დამანახა ამ ხალხმა. შევარდნას არ ვაპირებ კაბინეტში და იქ დაჯდომას. ლენინი არ ვარ, რომ ამნაირი “ხოდი” გავაკეთო”, – აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მერის არჩევნებში წულაია დამარცხადა. თუმცა, მისი განცხადებით, ის ზესტაფონის მერად თვლიდა თავს.

იტვირთბა....