ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუფსასთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსასთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მანქანაში მჯდომი სამივე მგზავრი.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....